LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „პრაგმატიკოსობა“ ეროვნულ „ღირებულებადაც“ გვიქციეს, ოფიციალურად წახალისებულია, იყო ვირთხა…“

1298
natia2022

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია და წერს:

„პრაგმატული მეგობრები” ვის არ გვყოლია, თმის ღერის ჩამოვარდნის, ან ორიოდ თეთრის დაკარგვის საფრთხე თუა, მაშინვე ყველაზე სასტიკად განწყობილ მტერსაც კი რომ შეეკვრებიან.  „პრაგმატიკოსობა” ეროვნულ „ღირებულებადაც” გვიქციეს, მთლად ოფიციალურად წახალისებულია, იყო ვირთხა. ახალი ეროვნული იდეალი – კადიროვობაა. კარგად დაიმახსოვრეთ `პრაგმატული ფასეულობის” მიმდევრები თქვენს ირგვლივ, დებო და ძმებო და როდისმე, როცა თქვენს მტერთან ერთად გამოგითხრიან ძირს, გაოცებული სახეები არ მიიხატოთ. ადრე მეც ვიცოდი მაგ სახის მიღება, ცოტა დამრგვალებულთვალებიანის, მაგრამ მოვინდომე, ვეცადე და გადავეჩვიე. თქვენც გადაეჩვევით. მთავარია, მათ არ დავემსგავსოთ. ანტიმეგობრული, ანტიადამიანური, ანტიმეომრული, ანტიეროვნული სახე არ დაუმსახურებია ამ ქვეყანას. უკრაინის ელჩი გაიწვია ზელენსკიმ საქართველოდან. მიზეზი: მოხალისეების წასვლა დაბლოკა მთავრობამ“.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

ნიკოლოზ რაჭველი: “ამ კაცის და უკრაინელების მიმართ სირცხვილის გრძნობისგან მიწა მინდა გამისკდეს…ასეთი გამწარებული დედაჩემის გარდაცვალების დღის მერე ჩემი თავი არ მახსოვს…”

ომი უკრაინაში