LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „თქვენც, ვინც არც გალაკტიონს კითხულობთ, არც პაოლო იაშვილს, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე ხმამაღლა ვიშვიშებთ, თავი „მოაკვლევინესო”, ეცადეთ, გაიაზროთ რა ხდება დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტ და მთარგმნელ ზვიად რატიანის თავს…“

573
ნათია ფანჯიკიძე (1)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე აქვეყნებს სტატუსს სოციალურ ქსელში, სადაც ის პოეტის, ზვიად რატიანის შესახებ საუბრობს:

„მესმის, არაფერს კითხულობს ბევრი, არავის ვკიცხავ ამისთვის, ამიტომ არ იცნობს თანამედროვე დიდ პოეტებს, თეატრის მსახიობებს ვერ ცნობს, რადგან თეატრში არ დადის, მუსიკოსებს ვერ ცნობს, რადგან გასართობი შოუების გარდა არაფერს უსმენს, კონცერტებს არ ესწრება, არც ამისთვის არავის ვკიცხავ, ცხოვრებაა ალბათ ეგეთი და არავის გვაქვს ყველაფერი წაკითხული და ნანახი რაც კი შექმნილა, ან იქმნება, მაგრამ…

„სადარბაზოდან რომ გამოვედი, ფეხი დამიდეს. მე რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ. წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ“ – პოეტი ზვიად რატიანი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

თქვენც, ვინც არც გალაკტიონს კითხულობთ, არც პაოლო იაშვილს, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე ხმამაღლა ვიშვიშებთ, თავი „მოაკვლევინესო”, ეცადეთ, გაიაზროთ რა ხდება დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტ და მთარგმნელ ზვიად რატიანის თავს:

– ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქციაზე ულმობლად სცემეს და დააპატიმრეს, გამოუშვეს და ახლა სადარბაზოსთან დაახვედრეს კრიმინალები და კიდევ სცემეს. ამის გააზრებას არ სჭირდება „განსხვავებული აზრი”, ამ მოვლენის მიმართ განსხვავებული აზრი ადამიანის განადგურებაზე ხელისმოწერაა,

ნუ ეწინააღმდეგებით თქვენს სინდისს და ნუ წიხლავთ თქვენს პატიოსან შინაგან ხმას, გამოხატეთ ის, რაც ადამიანის ვალია ადამიანობის და თაობების წინაშე და ბოლოს და ბოლოს თქვენივე საკუთარი თავის წინაშე, რადგან მსგავსი განუკითხაობა აუცილებლად საყოველთაო პრობლემა გახდება მალევე, თუ არ აღიკვეთა ახლა. გვაქვს გამოცდილება.

რატომ გიყვები ამ ყველაფერს? რატომ ჩავთვალე,

რომ ის ხარ, ვისაც ყველაფერი უნდა გავანდო?

რაც უფრო ვტყუი, შენ მითუფრო რად ხარ მართალი?

ან რატომ ვცდილობ, წარმოსახვა დავიავადო

შენით, რომელიც, თუ არსებობ, მისით არსებობ,

ამ წარმოსახვით. ის ყოველდღე გშლის და ხელახლა

ხატავს შენს სახეს, შენს ბაგეებს, თვალებს, ასევე

გიცვლის სახელებს, მაგრამ შენახვა

არ შეუძლია შენი ხატის; და სულ იცვლები.

და თუკი რამე არ იცვლება – მხოლოდ სიბნელე,

რომელშიც ზიხარ და მიყურებ გაფაციცებით,

და გსიამოვნებს, როცა ვიბნევი.

ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 9 დეკემბერს დატოვა. რატიანი 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g