LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

148
01

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს და ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც რამდენიმე საკითხთან ერთად სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზეც იმსჯელებენ.

„ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერი, დაბალრისკიანი და მდგრადია სხვადასხვა შოკების მიმართ. თუმცა, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გვინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბანკები მზად არიან ნებისმიერ გარე შოკებთან გასამკლავებლად”, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საბანკო ასოციაციასთან შეხვედრამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g