LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: საქართველოში უპირობოდ შემოვა ყველა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი ექნება ჩატარებული

171
თურნავა-აეროპორტში

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, საქართველოში შემოსვლა ყველა ქვეყნის მოქალაქეს უპირობოდ შეეძლება.

„ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს: ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ავიაკომპანიებს თხოვნით მიმართა, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი. მისი განმარტებით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, შემდეგი კვირიდან დაიწყოს აქტიური შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, სასტუმრობთან და ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რათა მათ ეს ახალი წესები გააცნონ.

შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლიდან უქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები