LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავასთან დეპუტატებს შეკითხვები აქვთ – მინისტრს პარლამენტში დღეს ელოდებიან

120
natia

დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ. ნათია თურნავა რამდენიმე საკითხზე ისაუბრებს, მათ შორისაა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი. ასევე, 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და „გაზპრომთან“ გაფორმებულi ხელშეკრულება.

კომიტეტის თავმჯდომარe რომან კაკულიას აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკის მინისტრთან ბევრი შეკითხვა დაგროვდა, რაც მისი თქმით, სამომავლოდ კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრის საჭიროებას ქმნის.

„საქმიანს ვამბობ იმ გაგებით, რომ არ ვიცი, რამდენად დარჩება კომიტეტზე დრო მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების მოსასმენად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრაზე შევთანხმდით – მაღაროელების საკითხი, პანკისი თავისთავად დღის წესრიგში იყო, ფოთის პორტი. ეს საკითხები იმდენ დროს წაიღებს, მით უმეტეს, ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის გათვალისწინებით, რომლებიც ძირითადად, კამერაზე მუშაობენ და არა სიმართლის გაგებაზე, რომ ვფიქრობ, თურნავასთან კიდევ ერთხელ იქნება საჭირო შეხვედრა“, – განაცხადა კაკულიამ.

ნათია თურნავა კომიტეტის სხდომაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ამ ფორმატში ეკონომიკის მინისტრის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g