LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

National Geographic-ი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს საქართველოში თხილამურებით სრიალისკენ მოუწოდებს

176
უშგული

National Geographic-ი სათავგადასავლო მოგზაურობისთვის 20 საინტერესო მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მესამე ადგილზე საქართველოში სათხილამურო ტური მოხვდა.

გამოცემა სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს კავკასიის მთებში მდებარე UNESCO-ს მიერ აღიარებული სოფლების მონახულებას დეკემბრიდან აპრილამდე ურჩევს და თხილამურებით სრიალისკენ მოუწოდებს. სტატიას ვიდეოც ახლავს, რომლითაც უშგულის პეიზაჟებია წარმოჩენილი.

რეიტინგის პირველ ხუთეულში ასევე მოხვდა: კენია – საფარიში ცხენებით გასეირნება, პარიზი – ოლიმპიურ მარათონში მონაწილეობა, ალასკა – კატმაის ეროვნულ პარკში დათვებზე დაკვირვება და კიოტო – ცოცხალი მუსიკის საღამოზე დასწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g