LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

National Geographic საქართველოს ეროვნულ პარკებზე პუბლიკაციებს მოამზადებს

80
1549882385-1200px---3

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი National Geographic-ის სპეციალური გამოცემის “Complete National Parks of Europe”-ის მთავარ რედაქტორს ჯასტინ კავანას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში კავანა მოინახულებს თუშეთის, კახეთისა და ყაზბეგის რეგიონებს, ესტუმრება თუშეთისა და ვაშლოვანის ეროვნულ პარკს და გაეცნობა ქვეყანაში არსებულ მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით, სამთო კურორტები და მთაში მდებარე ტურისტული ღირსშესანიშნაობები. აღინიშნა, რომ ჯასტინ კავანა საქართველოს რეგიონების მონახულების შემდეგ, National Geographic –ის სპეციალურ გამოცემაში, Complete National Parks of Europe, საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას გამოაქვეყნებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯასტინ კავანამ განაცხადა, რომ მისი და მისი გუნდის ვიზიტის მიზანია, თუშეთში, ყაზბეგსა და სხვა სამთო რეგიონებში ეროვნული პარკების დათვალიერება და მათზე ვიზუალური მასალისა და პუბლიკაციების მომზადება. მისი თქმით, ინფორმაცია განთავსდება ინსტაგრამზე, აგრეთვე დაიბეჭდება არაერთ ჟურნალსა და კატალოგში.

„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოში ყოფნით და მოხიბლულები – აქაური სტუმარმასპინძლობით“, – განაცხადა National Geographic-ის წარმომადგენელმა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ National Geographic – ის ჯგუფი, რომელსაც ჯასტინ კავანა ხელმძღვანელობს, შეძლებს თავის პუბლიკაციებში გადმოცემული ინფორმაციით, გაუღვიძოს ინტერესი ტურისტებს, რომლებიც საკუთარ ტურებს ისეთი გამოცემების მიხედვით გეგმავენ, როგორიცაა National Geographic . ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აღნიშნულ საგამომცემლო ჯგუფთან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g