LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო არჩვაძე: „ჩემს მშობლებს არასოდეს არავისგან არაფერი მოუთხოვიათ. თვლიდნენ, რომ ასე იყო საჭირო“

8852
BeFunky-collage (11)

ჟურნალ „სარკესთან“ მამამისის შესახებ საუბრობს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ჩემი მშობლები დაახლოებით 5 წელი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მამა მაინც მოდიოდა სახლში.

მაშინ მე მე-6-7 კლასში ვიქნებოდი. მახსოვს, ამას როგორ განვიცდიდი. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ისინი წლების განმავლობაში ალბათ ბევრ რამეს გადაიტანდნენ, ზოგი რამ ვიცი, ზოგი – არა.

ფუფუნებაში არასდროს გვიცხოვრია. გაჭირვების ფასიც ვიცით, მაგრამ ჩვენ სხვა ფასეულობებით ვიზრდებოდით, აბსოლუტურად სხვა ღირებულებები გვქონდა. ჩემი მშობლებისთვის მთავარი სიკეთე და სიყვარულია და შვილებსაც ამას გვასწავლიდნენ.

მათი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. ჩემს მშობლებს არასოდეს არავისგან არაფერი მოუთხოვიათ. თვლიდნენ, რომ ასე იყო საჭირო.

რაღაცებში თითქოს არ ვეთანხმები, ვბრაზდები, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეც ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ჩემი მშობლები მოიქცეოდნენ.

მამა ჩვენთვის ყოველთვის მაგალითი იყო. რჩევა არ გვჭირდებოდა, ის თავისი ცხოვრებით გვაჩვენებდა, როგორ უნდა გვეცხოვრა“, – ამბობს „სარკესთან“ ნატო არჩვაძე.

თენგიზ არჩვაძე პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები