LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი ერთმანეთს სამჯერ დაშორდნენ და სამივეჯერ შერიგდნენ – „შეყრას საოცარო „ვესტერნები“ მოჰყვებოდა ხოლმე“

583

პარლამენტარი და „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი, ნატო ჩხეიძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლე გახლავთ. ის ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში საუბრობს მისი და ბიზნესმენის რთული პირადი ცხოვრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ისინი ოფიციალურად სამჯერ გაეყარნენ ერთმანეთს.

ნატო ჩხეიძე:

ბევრი ქარტეხილი გავიარეთ. იმდენად რთული პერიოდები გვქონდა, რომ სამჯერ გავიყარეთ წესებისა და რიგის მიხედვით და სამჯერ შევიყარეთ (იცინის). სასამართლოში ჩარტყმული შტამპებით გავიყარეთ და მერე ისევ სასამართლოში ჩარტყმული შტამპებით შევიყარეთ. სხვათა შორის, ზაზა არც ერთ სასამართლოზე არ მოსულა, მერე ვიცინოდით ხოლმე, კიდევ კარგი, დამთავრდა ის დრო, როდესაც ასეთი პასპორტები იყო, თორემ შტამპის ადგილი აღარ გვექნებოდაო.

რატომ იყრებოდით?

პირად ურთიერთობებში ჩნდებოდა პრობლემები, იცით, როგორ ვიყავით? მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა, ეს იწვევდა ხოლმე გარკვეულ პრობლემებს. ახლა ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ალბათ, არ ვიყავით ისეთი მიტევებლები, როგორც უნდა ვყოფილიყავით, არ მქონდა ნდობა – ამას ცხოვრება აგსწავლის. ისე ვერ გეტყვით, რომ რომელიმე შევიცვალეთ, ორივე ისეთები ვართ, როგორებიც ადრე ვიყავით. გაყრები არ იყო ხოლმე მარტივი, ერთელ ერთი წელი გრძელდებოდა ჩვენი დაშორება, მაგრამ მარტივი ქალის და კაცის ცხოვრება არსდროს არის… შეყრას საოცარი „ვესტერნები“ მოჰყვებოდა ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g