LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო ჩხეიძე სააკაშვილზე: ძალიან გამხდარია, ფაქტობრივად, „სკილეტია“

97
მიშა და ნატო

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ კლინიკაში მოინახულა.

ჟურნალისტებთან საუბარში ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება, რადგან “ვივამედში” მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება.

„რა თქმა უნდა, სიტყვები მარაგი მეყოფა საიმისოდ, რომ აღვწერო, რა ვნახე და რა მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არა მგონია, რომ ვინმესთვის ეს ჩემი მონაყოლი იყოს სასიამოვნო.

ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი თუ „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ „კი, მაგრამ თერაპიულ განყოფილებაში წევს, არ არის ინტენსიურში და რა მოხდა, ძალიან კარგად არისო“.

აი, რატომ შეიძლება იყოს ასეთი სნეული ადამიანი თერაპიულ განყოფილებაში და რატომ არ უნდა იყოს ინტენსიურში… ფერმკრთალი არ ჰქვია იმას, რა კანის ფერიც აქვს მიხეილ სააკაშვილს. არის ძალიან გამხდარი, ფაქტობრივად, ეს არის „სკილეტი“. როცა ამბობენ, დაიკლოო, არ ვიცი 30კგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი არის ძვალი და ტყავი.

მოძრაობა უჭირს, საერთოდ სახსრების მოძრაობა უჭირს. ის, რაც არ უჭირს, ეს არის საუბარი, ლაპარაკობს ისევე სწრაფი ტემპით. იმდენად მძიმეა, რომ უნდა იყოს დადგენილი მისი ყველა დაავადება და უნდა იყოს შესაბამისი მკურნალობა. შესაბამისი მკურნალობა რომ ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში არ ვნახავდით. ექიმი აბით და წამლით თუ ვერ მკურნალობს, სიტყვით მაინც უნდა უმკურნალოს.

ის არის პატიმარი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ადამიანის ნუგეში, თუნდაც იმის, ვინც 20 წელიწადია არ უნახავს, – თქვა დეპუტატმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

„მეეჭვება მას ეს დაეწერა“ – ადვოკატი სააკაშვილის ფეისბუკ პოსტზე

არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე – „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ: მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g