LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „შეეშვით მართლაც რომ ლაღ და კარგ თაობას თქვენი სკამების გამო!.. სახლში დაჯექით სკამზე!“

103
batodumbadze2011

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, პროდიუსერი ნატო დუმბაძე გუშინდელ ღამეს ეხმაურება და წერს, რომ ძალადობას არ ამართლებს.

გთავაზობთ სტატუსს:

„არანაირ ძალადობას არ ვამართლებ! არანაირად არ ვარ  სადიზმით შეპყრობილი, დამნაშავეც კი მეცოდება ხშირად! გუშინაც ძალიან ვინერვიულე! ეს არის საქართველო  და როგორც თქვენ, მეც ვიცნობ, ვახლობლობ და  მიყვარს  მომავალი თაობა. მყავს ბევრი პატარა მეგობარი, რომელიც  ზოგი ჩემი შვილის მეგობარია, ზოგიც  მეგობრის და ა.შ! ვიცი მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებაც, ზოგს ნაცი მოსწონს, ზოგს გირჩი, ზოგს ოცნება, ზოგსაც არავინ! ხშირად ჯანსაღად გვიკამათია და ისევ გაგვიგრძელებია ურთიერთობა!

აი, გუშინაც ვიცი, ზოგიერთები იქ იმყოფებოდნენ, როდესაც ვკითხულობ, თუ ვინ არიან ის აგრესიული “სკინჰედოაბრაზნი” ტიპები, რომელთა ქმედება ძალიან ჰგავდა 20 ივნისს გავეშებული  ზომბების ქცევას, არავინ არ იცის! აი, მანდ დევს ზუსტად ბოროტება, მიზანდასახული ბოროტება, რომელიც ჩვენს, თქვენს  შვილებზე  გადადის და იმ ხალხზე, რომლებსაც მართლაც უნდათ, რომ მშვიდობიანად და დემოკრატიულად გააპროტესტონ!

როცა სახელმწიფო ობიექტს ეხები, სულ მცირე, ყოფილი შინაგან მინისტრის მოადგილე  რომ ლიდერობ  და ძმანი და დანი მისნი, არ ჩამოვთვლი მათ რეგალიებს, პასუხისმგებლობა მათზეა  და  იმ პოლიტიკოსებზე, რომლებსაც  იძულებით გვაყურებინებენ 1992 წლიდან!

როდემდე ეს მზაკვრული  ერთობა და მზაკვრული გეგმები!  შეეშვით მართლაც რომ ლაღ და კარგ თაობას!თქვენი სკამების გამო!.. სახლში დაჯექით სკამზე!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები