LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „თუ გაწყდა ერი და ბერი, ვის რაში დასჭირდება ან სავაჭრო ცენტრი, ან რესტორანი?“

120
natodumbadze201221

პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს, რომ საახალწლო შოპინგს მას ადამიანების სიცოცხლე ურჩევნია. ის ასევე წერს, რომ გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი, თუმცა ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია.

„ვერაფრით ვერ ვხვდები ამ საახალწლო”შოპინგს“, ან რა კატასტროფაა ასეთი, რომ ვერ გავუძლოთ უშოპინგობას!

მე პირადად ვირჩევ ნაცნობის, უცნობის, ყველა მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, დილას ფბ-ის გახსნა მეშინია, რამე უბედურება რომ არ გავიგო!

მესმის ბიზნესსექტორისაც, ძალიან მძიმეა, თუმცა იმ ბიზნესსაც ხომ ჯანმრთელი და ჯანსაღი თანამშრომლები სჭირდება?

თუ გაწყდა, ჯვარი გვწერია, ერი და ბერი, ვის რაში დასჭირდება ან სავაჭრო ცენტრი, ან რესტორანი? ვერ  ვიგებ! ჩვენზე მაგრად მოგულავე  და განვითარებული ქვეყნები გამოიკეტნენ ბატონო და რა ვიცი, აბა!“

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, მოხსნის თუ არა შეზღუდვებს 24 დეკემბრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g