LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატო-ს, ევროკავშირის გარეშე, ყველაფერი ლაყბობა და ტყუილია. ამიტომ საქართველო [ამაში] მონაწილეობას რომ არ იღებს, ნაციონალური მასშტაბის კატასტროფაა“ – გვარამია აშშ – ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაზე

181
ნიკა გვარამია

„ქართული ოცნებისეული“ გამოცდილებითაც კი, რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, თუ ეს დანამდვილებით გვინდა, გარანტირებული ვიყოთ, მაშინ დაცულები უნდა ვიყოთ“ – ამის შესახებ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

რობინ დანიგანი: „ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის… სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება”

აღნიშნული განცხადებით გვარამიამ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

„ქართული ოცნებისეული“ გამოცდილებითაც კი, რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, თუ ეს დანამდვილებით გვინდა, გარანტირებული ვიყოთ, მაშინ დაცულები უნდა ვიყოთ. მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია არ არ არსებობს, მითუმეტეს, როცა რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა. ნატო-ს, ევროკავშირის გარეშე, ყველაფერი ლაყბობა და ტყუილია. ამიტომ საქართველო [ამაში] მონაწილეობას რომ არ იღებს, ნაციონალური მასშტაბის კატასტროფაა, ამას ღიად და ხაზგასმით ვამბობ“ – განაცხადა გვარამიამ.

ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება“

„ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები.. მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g