LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO-ს კარი ღიაა უკრაინისთვის და საქართველოსთვის – იენს სტოლტენბერგი

121
სტოლტენბერგი

ალიანსის კარი უკრაინისთვის და საქართველოს ღიაა,- ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს გაფართოება არ არის პროვოკაცია და ეს პროცესი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცოგოვინა, ასევე საქართველო და უკრაინა,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 24 მარტს ეწვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები