თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხს თავად ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.
„ნატო-ს წევრები თავად წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი. ამას რუსეთი არ წყვეტს. პროცესი ყოველთვის ასე მიმინარეობდა და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები, ეს აშშ და უკრაინა არ არის“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.