LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, ეს სიგნალია” – სტოლტენბერგი

resize_qwkCVHL2naY8hbpcforZlKvOXSQ6WzsB_980x590

მაკედონიის ნატოში შესვლის შესახებ ოქმის ხელმოწერა, საქართველოსთვის სიგნალია, რომ ალიანსის კარი ღიაა – ამის შესახებ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო საქართველოს მიერ არჩეულ კურსს მიესალმება და მაკედონიის პრეცენდენტი ძლიერი სიგნალია ქვეყნისთვის.

„ნატოს კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც უპასუხებენ ნატოს სტანდარტებს და ერთგული არიან ნატოს ღირებულებების – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და პიროვნული თავისუფლებისა.

ნატო მიესალმება საქართველოს მიერ არჩეულ კურსს, რომელიც მოიცავს რეფორმებს, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ინსტიტუციების გაძლიერებას, გამჭვირვალობას, სასამართლო რეფორმებს.

როდესაც ის შეასრულებს ყველა კრიტერიუმს, ის მზად იქნება გაწევრიანებისთვის. ეს არის ძლიერი სიგნალი საქართველოსთვის,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი ასევე დაჰპირდა საქართველოს, რომ ალიანსი ქვეყნის რეფორმებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები