LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავალნი კომიდან ვერ გამოდის: ვარაუდობენ, რომ გადარჩენის შემთხვევაში მხედველობას დაკარგავს

345
navalni 22

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანია მზად არის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ მიიღოს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა თავის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მოწამლული ნავალნი უგონოდაა: პუტინის მორიგი მსხვერპლი?

გავრცელებული ინფორმაციით, მერკელმა ომსკში ნავალნის გადასაყვანად თვითმფრინავი გაგზავნა.

„იმედი მაქვს, ნავალნი მალე გამოკეთდება და თუ გვთხოვენ, ჩვენ მას სამედიცინო დახმარებას გავუწევთ, მათ შორის, გერმანულ კლინიკებში, მაგრამ თხოვნა მათი მხრიდან უნდა წამოვიდეს“, – განაცხადა კანცლერმა.

მერკელმა ასევე თქვა, რომ აუცილებელია, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზები დადგინდეს და გარემოებები ნათელი გახდეს.

ნავალსკის პრესსპიკერი კი აცხადებს, რომ ომსკის საავადმყოფოს ექიმი ნავალნის სხვა საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.

„მთავარმა ექიმმა თქვა, რომ ნავალნის ტრანსპორტირება არ შეიძლება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია. გადაყვანაზე უარი და აკრძალვა ნიშნავს, რომ ალექსეის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ომსკის საავადმყოფოში დარჩენა აღჭურვილობის გარეშე, დიაგნოზის გარეშე, ამ მდგომაროებაში სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს“, – წერს ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში.

ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვიტოს მოხვდა. წინასწარი ვერსიით, ის მოწამლულია. აღსანიშნავია, რომ რუსი ოპოზიციონერის მკურნალ ექიმს ამ დრომდე არ მოუნახულებია პაციენტი. ამის საშუალებას მას ომსკის საავადმყოფოს ხელმძღვანელობა არ აძლევს.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ნავალნი მოწამლეს.

„ერთი წლის წინ, როდესაც იგი დაკავებული იყო, მოწამლეს. ცხადია, რომ ამჯერადაც მას იგივე გაუკეთეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იგი მოწამლეს რაღაცით, რაც ჩაიში გაურიეს. ეს ერთადერთი იყო, რაც მან დილიდან მიიღო“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.

ზოგიერთი ექიმის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ნავალნი გადარჩა, მის მხედველობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება და შესაძლოა, მხედველობა საერთოდ დაკარგოს.

„ესაა სიცოცხლე, სადაც მას დასაკარგი ბევრი აქვს, გამაგრდი, ალექსეი“- ბორის აკუნინი ნავალნის ემოციურ პოსტს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g