რუსეთში ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკრძალვის დღეს აქციებში მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან.
როგორც ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხებში წერენ, ჩრდილოეთ კავკასიის ინსტიტუტის (RANHIGS) ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების სტუდენტებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებები მიუვიდათ.
შეტყობინებაში სტუდენტებს მოუწოდებენ, 29 თებერვალს და 1 მარტს „ფრთხილად იყვნენ”, მოერიდონ ნებისმიერ აქციასა თუ შეკრებას, განსაკუთრებით, სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„აქციაში ნებისმიერი მონაწილეობა გამოიწვევს გარიცხვას”. – ნათქვამია შეტყობინებაში.
ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნის ხვალ მოსკოვში დაკრძალავენ – პანაშვიდი პირველ მარტს, 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო დაკრძალვა მოგვიანებით ბორისოვის სასაფლაოზე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე „გამოსასწორებელ“ კოლონიაში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადასცეს