„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი ჩამოაშორეს ომის დასრულების შესახებ მხარეებს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ მას არ სურდა კელოგის მონაწილეობა მოლაპარაკებებში“, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავლენიანი მედიასაშუალება ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელსა და რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. რუსი მაღალჩინოსნის სიტყვებით, რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ კელოგი ძალიან პრო-უკრაინული იყო.
„კელოგი, ყოფილი გენერალი, ძალიან დაახლოებულია უკრაინასთან, ის არ არის ჩვენი კაცი, არაა იმ კალიბრის, როგორსაც ჩვენ ვეძებთ“, – თქვა რუსმა ოფიციალურმა პირმა.
როგორც მედიასაშუალება წერს, კიტ კელოგი აშკარად არ იმყოფებოდა საუდის არაბეთში გამართულ ორ ბოლო სამიტზე – ერთში რუს ოფიციალურ პირებთან და უკრაინელებთან – მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მის უფლებამოსილებას ექვემდებარება. გამოცემა წერს, რომ მიუხედავად ამის, კელოგი არ დაესწრო აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა.
ინფორმაციას ადასტურებს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც და NBC-სთან აცხადებს, რომ რომ რუსეთს არ სურდა მოლაპარაკებებში კელოგის ჩართვა. თავად კელოგის ოფისი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარზე უარს აცხადებს.