LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: მოსახლეობის 43% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

80
ხალხი

NDI-ის (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) კვლევის მიხედვით, 2021 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, მოსახლეობის 43% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 21%-ისთვის საერთოდ არ იცვლება, 27% კი ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულების ვითარდება.

2020 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, მოსახლეობის 32% ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდიოდა.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევა – საზოგადოების განწყობა საქართველოში, NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g