ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა.
მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია
ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს სტატუსის მინიჭების საკითხი.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს. მანამდე, ევროკომისიის დასკვნას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
,,ბოდიში, არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ვწერ განცხადებას გადადგომის შესახებ, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.”
ნებისმიერი, ნებისმიერი ცუდი მთავრობა, რომელსაც გულის სიღრმეში მაინც უყვარს ქვეყანა, იტყოდა ამას. ესენი უსინდისოდ გააგრძელებენ სკამებზე ჩაბღაუჭებას. მაქსიმუმ მონების ერთი პაკალენია ჩაანაცვლოს მეორემ”, – წერს გიორგი ჯავახაძე.
“რეჟიმი დალპა!
ჩვენი ყველა ქმედება ამ სიდამპლის დემოკრატიული მთავრობით შეცვლისკენ იქნება მიმართული.
(ჩემი აზრით, 20 ივნისის აქციის გზავნილიც გამოსაცვლელია, მაგრამ ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ და არ ვერევით)”,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
“ევროპის გზაზე ტრიო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა აღარ არსებოს. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ მათ. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა მხოლოდ. იქნება დიდი ჩამონათვალი, ივანიშვილის ოცნების პირობებში შესასრულებლად შეუძლებელი, რა უნდა გავაკეთოთ კანდიდატობისთვის. ეს დიდი გეოპოლიტიკური განსაცდელია ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა არჩევანი ჩვენზეა. ან ჩავრჩებით ივანიშვილის პროვინციულ ჭაობში ან გავანთავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქისგან და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.
მაშ ასე, ივანიშვილი ან ევროპა. საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება
20 ივნისი 20:00 რუსთაველის გამზირი. პ.ს. მოთხოვნებში დეოლიგარქიზაცია პირდაპირ წერია სავალდებულო შესასრულებლად”, – წერს გიგი უგულავა.
“უკრაინაზე და მოლდოვაზე გაიცა რეკომენდაცია, რომ მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.
საქართველოზე – არა … ჩამოგვიწერეს პირობები რა შემთხვევაშიც ღია კარში უბრალოდ შევალთ – მთავარი შემაფერხებელი ჩვენი ევროპული პერსპექტივის არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალურ – კორუმპირებული ხელისუგლება❗️
ჯერი ქართველ ხალხზეა❗️ 20 – ში 20:00 საათზე”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
“არაფერ შუაშია გეოგრაფია – თვალი გაახილეთ და პროპაგანდის მსხვერპლად ყოფნაში ნუ იპოვით სიმშვიდეს.
გეოგრაფიის პრობლემა თუ გვაქვს არც ევროპულ პერსპექტივას მოგვცემდა ვინმე.
დღეს ევრო კომისიამ თქვა რომ ვართ ? ევროპული სახელმწიფო და ?ვიქნებით ევროკავშირის წევრი –
‼️პერპექტივა უკვე გვაქვს,
‼️ხვალ შეიძლება დავბრუნდეთ სქემაში რომელიდაც ეხლა ამოვვარდით და კანდიდატის სტატუსიც მივიღოთ
‼️თუკი იმას გავაკეთებთ რაც სინამდვილეში ჩვენს სახელმწიფოდ შედგომას ჰაერივით სჭირდება:
? პოლიტიკური პოლარიზაციის, ანუ ამ ზიზღის დასასრული;
? გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმა;
? ანტი-კორუფციული სამსახურების გაძლიერება და ეფექტურობა;
? დე-ოლიგარქიზაცია;
? ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
? მედია პლურალიზმის, თავისუფლების უზრუნველყოფა;
? თანასწორობის უზრუნველყოფა და დამნაშავეების დასჯა;
? სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუნველყოფა;
? ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვტილებების პროაქტიულად უზრუნველყოფა.
ამავე გადაწყვეტილებაში წერია, რომ პრინციპში ნორმალურად მიდიოდა საქმე მაგრამ ბოლო პერიოდში ქვეყნის პროგრესი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგაო. მთავარი კითხვაა ეს ვინ უნდა გააკეთოს?
‼️ ღარიბაშვილის მთავრობა რომ არც მოსურნეა და არც უნარიანი სრულიად ერთმნიშვნელოვანია, დღეს მორიგ ჯერზე დაადასტურეს პირველივე განცხადებებით;
როგორ იქცევიან ასეთ დროს ევროპული დემოკრატიულები?
‼️ ის ხელისუფლება სახლში მიდის რომელმაც ასეთი მარცხი განიცადა;
‼️ არჩევნებამდე მოდის ტექნიკური / პროფესიული მთავრობა რომელიც უნარიანი რეფორმების დღის წესრიგი რეალობად აქციოს”,- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.
დოკუმენტი ევროკომისიის დასკვნის სახით ბრიუსელში დღეს გამოქვეყნდა და მასში გაწერილია ის პირობები, რომელიც საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, სტატუსის მინიჭებამდე უნდა დააკმაყოფილოს.
იხილეთ ვრცლად:
