LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერი კანონი, რომელიც ზღუდავს არასამთავრობოთა უფლებებს, ასევე ძაბავს ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან, არ უნდა მივიღოთ“ – გოგა ჩანადირი

144
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი უმრავლესობის მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ „ნებისმიერი კანონი, რომელიც ზღუდავს არასამთავრობოთა უფლებებს, ასევე ძაბავს ურთიერთობებს ქვეყნის შიგნით და ჩვენს მოკავშირეებთან, არ უნდა მივიღოთ“.

მისივე განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის მოდარაჯეები არიან.

„ევროპის კულტურის დედაქალაქ ფლორენციაში კიდევ უფრო გრძნობ, რას ნიშნავს ის ფასეულობები, რომლის გარეშეც თანამედროვე ევროპა ვერ შეიქმნებოდა.

თანამედროვე ევროპა კი ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, სამართლიან სასამართლოსა და არჩევნებს, გარემოს სიჯანსაღეს, ადამიანის უფლებების დაცვას და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მყარი მოდარაჯე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

ამიტომ, ნებისმიერი კანონი, რომელიც ზღუდავს არასამთავრობოთა უფლებებს, ასევე ძაბავს ურთიერთობებს ქვეყნის შიგნით და ჩვენს მოკავშირეებთან, არ უნდა მივიღოთ“, – წერს გოგა ჩანადირი.

mazda magti 5g