LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტავ მას ეყოს ვაქცინა, ვისაც აცრის სურვილი ექნება…პირველ ივლისამდე შეიძლება რაღაცები შეიცვალოს“

280
ვაქცინა 22

კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, უფრო ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

აპირებს თუ არა საქართველო სომხეთში სპეციალისტების გაგზავნას და დაავადებული პაციენტების ჩამოყვანას – იმნაძის განმარტება

იმნაძის თქმით, მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია, მაგრამ ეპიდემიური ვითარება კვლავ მძიმეა.

„მოდით, ასე ვთქვათ, ახლა ზაფხულია, ცხელა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და მიუხედავად ამისა, ხედავთ, რა ხდება. აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ძალიან ნუ ვიქნებით, უფრო ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

პაატა იმნაძეს ასევე დაუსვეს კითხვა, როგორ შეიძლება განვითარდეს მდგომარეობა, ვაქცინის გამოგონების შემდეგ, როდესაც ჯერ არ არის და უკვე ვაქცინაციის წინააღმეგ პროპაგანდა დაიწყო.

იმნაძე დარწმუნებულია, რომ ვაქცინის გაკეთების მსურველი ბევრი იქნება. 

„მესმის „დაჩიპვა“ ვაქცინა, ამის დაკავშირება ერთმანეთთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე. ვაქცინა რომ იქნება, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ მალე დაამზადონ ვაქცინები. ნეტავ მას ეყოს ვაქცინა, ვისაც აცრის სურვილი ექნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში არ შეწყვეტილა ქვეყნებთან ტრაილერების მიმოსვლა ისევე, როგორც საჰაერო მიმოსვლა.

მისი თქმით, მთავარია, ყველაფერი კონტროლირებადი იყოს.

„ტურისტების შემოსვლაზე არ არის ჯერ ლაპარაკი, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იქნება, პირველი ივლისიდან გარე ტურიზმი გაიხსნება, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი, ანუ ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს, სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, საიდანაც მოდის.

მგონი, აქამდე არ დავხვდით კორონას ცუდად. ყველაფერზე მიმდინარეობს მუშაობა. პირველ ივლისამდე ჯერ კიდევ შორია, პირველ ივლისამდე ჯერ კიდევ შეიძლება, რაღაცები შეიცვალოს, დალაგდეს, გადალაგდეს, ამიტომ ყვეალფერს თავის დროზე მოგახსენებთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g