LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპირებს თუ არა საქართველო სომხეთში სპეციალისტების გაგზავნას და დაავადებული პაციენტების ჩამოყვანას – იმნაძის განმარტება

238
სომხეთი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები სომხეთისთვის დახმარების შეთავაზებაზე მიმდინარეობს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მთავრობა სომხეთში სპეციალისტების გაგზავნას, ან დაავადებული პაციენტების ჩამოყვანას, იმნაძე პასუხობს, რომ შეთავაზება უკვე გაკეთებულია.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორ იცით, შეთავაზება გაკეთებული იყო. ეს ყველაფერი გახდება მოლაპარაკების საგანი“, – აცხადებს იმნაძე.

როგორც ცნობილია, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი სულ უფრო იმატებს. ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი შიშობს, რომ შესაძლოა, სომხეთმა იტალიის ბედი გაიზიაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g