„ნეტფლიქსი“ „ალესილი კეპების“ მიხედვით მხატვრულ ფილმს გადაიღებს. მთავარ როლს ფილმში კვლავ კილიან მერფი შეასრულებს, ფილმის რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი კი ტომ ჰარპერი იქნება. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან გადაიღო სერიალის რამდენიმე სერია.
სცენარი კი „ალესილი კეპების“ ავტორმა სტივენ ნაითმა დაწერა. ის, მერფისთან ერთად ფილმის პროდიუსერიც იქნება. გადაღებები წლის ბოლოს დაიწყება.
შეგახსენებთ, სერიალი „ალესილი კეპები“ ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა. 5 წლის შემდეგ პროექტი BAFTA-ს ვერსიით საუკეთესო ბრიტანული შოუ გახდა.