ცნობილი ამერიკული მედიაკომპანიის Netflix ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალში „Somebody Feed Phil” მე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდი საქართველოს და ქართულ ღვინოს მიეძღვნება.
აღნიშნული სერიალის მე-8 სეზონი Netflix-ის პლატფორმაზე დღეს, 18 ივნისს გამოდის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით, მე-4 ეპიზოდის გადასაღებად, Netflix-ის შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა.
სერიალის „Somebody Feed Phil” კონცეფციიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოსთან ერთად, სერია ქართული გასტრონომიასაც ეძღვნება. გადაღებები თბილისსა და კახეთში მიმდინარეობდა.