LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნევროლოგი ზურაბ მეტრეველი: „გავაძლიეროთ იმუნიტეტი კარგი ხასიათით და ვერანაირი დაავადება ვერ მოგვერევა…“

7898
zurab-metrevelinswsssss

ნევროლოგი ზურაბ მეტრეველი კორონავირუსის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დეპრესია იმუნურ სისტემას თრგუნავს და ნებისმიერი სახის პანიკა არაა მიზანშეწონილი.

გთავაზობთ ექიმის სტატუსს სრულად:

„ორი სიტყვით იმ ზღვარსგადასულ ისტერიაზე, რომელიც ატეხილია კორონავირუსთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ისტერია და განწყობის შექმნა მოსალოდნელი უბედურების შესახებ მრავალჯერადად აძლიერებს იმის ალბათობას, რომ ვირუსი თუ არა, რაიმე საშინელება რეალურად მოხდეს (ეს მეცნიერულად დადასტურებულია).

დეპრესია იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, მეორე – თვით კორონავირუსის გართულების და შესაძლო სავალალო გამოსავლის პროცენტული ალბათობა დიდად არ განსხვავდება ბანალური ვირუსების შესაძლო გართულების პროცენტისაგან (აშშ-ში გრიპის გართლებით საშუალოდ 76000 ადამიანი იღუპება), შემდეგ ასევე ამ ვირუსის კონტაგიოზურობა (გადადების ალბათობა) იმავე ფარგლებშია, რაც ყველა სხვა ვირუსისა. ის, რომ კორონავირუსი ძირითადად აზიანებს ხანშიშესულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ეს ამავე სიხშირით ეხება ყველასხვა სახის დაავადებებს თუ ინფეციებს (ვირუსულ, ბაქტერიულ და ა.შ) და ბოლოს ის, რომ ნებისმიერი ინფექციის (და არამარტო) დროს ხელი უნდა დავიბანოთ და სიცხიანი და ავადმყოფი უნდა მოერიდოს ხალხში ყოფნას და არ ეცადოს სხვის დასნებოვნებას, ამას კორონა არ სჭირდება.

ამიტომ გავაძლიეროთ იმუნიტეტი კარგი ხასიათით და ჯანსაღი ცხოვრების წესით და მაშინ ვერანაირი დაავადება ვერ მოგვერევა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g