LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიცა დაბადებისას 500 გრამს იწონიდა, დღეს კი სახლში მიდის – ჯანმრთელი, ფუმფულა და ღიმილიანი გოგო ძამიკოსთან ერთად შეხვდება პირველ ახალ წელს!“ – „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ 

1550
ნიცა

მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – გოგონას, რომელიც დაბადებისას 500 გრამს იწონიდა, დღეს, გამოჯანმრთელებულს, სახლში გაწერენ.

„გაიცანით ნიცა. დაბადებისას სულ 500 გრამს იწონიდა, დღეს კი – ნიცა უკვე სახლში მიდის – ჯანმრთელი, ფუმფულა და ღიმილიანი გოგო თავის ძამიკოსთან ერთად შეხვდება პირველ ახალ წელს!

ნიცა ბედნიერ და ნათელ ბავშვობას ვუსურვებთ.

ჩვენ კი ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ“, – აღნიშნულია „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაიცანით ნიცა ♥️ დაბადებისას სულ 500 გრამს იწონიდა, დღეს კი – ნიცა უკვე სახლში მიდის – ჯანმრთელი, ფუმფულა და…

Posted by პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem on ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g