LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჭიერი“ შალვა ნათელაშვილი და ცაში გაფრენილი რეიტინგი

71

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „ნიჭიერის“ ჟიურიში შალვა ნათელაშვილის გამოჩენას სტატუსით გამოეხმაურა და დაწერა:

„არადა, შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის ყველაზე ცნობილი ხუმრობა „რუსთავი 2ზე, რომელიც 2008 წლის ომის მერე თქვა: ჰიტლერს რომ „რუსთავი 2 ჰქონოდა, გერმანელებს დღემდე ეგონებოდათ, რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგესო. მანამდე ნიკა გვარამიას მასზე, როგორც რუსეთის აგენტზე, საქმე ჰქონდა აღძრული. დღეს კი ერთმანეთი ისე შეჰყვარებიათ, რომ მალე ალბათ „ეკი ვოკშიც“ მიიწვევენ.

ნუთუ „ნაციონალური მოძრაობა“ მართლა ფიქრობს, რომ ნათელაშვილი „ოცნებას“ სერიოზულ ხმებს წაართმევს?“ – კითხულობს ტელეჟურნალისტი.

ასეა თუ ისე, ტელეშოუ გასაოცარ რეიტინგს წერს. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს დილიდან გვამცნობს, ტელეშოუს რეიტინგში გაფრინდა – „ნიჭიერის“ რეიტინგმა გააფრინა. ეს რა ციფრი მოვიდა“ – წერს ნანუკა და ასახელებს კიდევაც კონკრეტულ რეიტინგს – 34%-ს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და უსწრებს ყველა სხვა გადაცემას, ერთად აღებულს. ნიკა გვარამიას კი, რომელიც თავადაც აღფრთოვანებული იყო შალვა ნათელაშვილის მონაწილეობით შოუში, ურჩევენ, ის ჟიურის მუდმივად წევრად დაამატოს.

f8ed1dbf-1d45-4344-aef5-5b1f582bee90

1df2832b-af10-4d9a-8c66-9798da3fc9bb

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები