LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჭიერო, ერთგულო, პროფესიონალო და უბრალოდ ძალიან კარგო ადამიანო გილოცავ დაბადების დღეს!“ – ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია

412
ნიკოლოზი

ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია.

თეატრმცოდნეს დაბადების დღეს უამრავი ადამიანი ულოცავს.

სოციალურ ქსელში მასზე ემოციურ სტატუსებს აქვეყნებენ და ხაზს უსვამენ, რომ გარდა ნიჭიერებისა ნიკოლოზი არაჩვეულებრივი ადამიანია.

„ჩემო გამორჩეულო მეგობარო, ნიჭიერო, ერთგულო, პროფესიონალო და უბრალოდ ძალიან კარგო ადამიანო გილოცავ დაბადების დღეს!

ყველა სიკეთეს შენს ირგვლივ ეტრიალოს და ბევრი სიხარული გქონოდეს შენს არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად!“ – წერს ნეკა სებისკვერაძე

„ჩვენო ნიკოლოზ წულუკიძე გილოცავთ დაბადების დღეს!“ – აღნიშნულია „თეატრალურის კვარტეტის“ მილოცვაში.

„გილოცავ ჩემო კეთილო და მაგარო ადამიანო შენ დღეს. ბედნიერება,ჯანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს შენ და შენს ოჯახს,“ – წერს დათო ოქიტაშვილი

„დღეს ეს უნიჭიერესი კაცია იუბილარი

მინდა ბევრი ბედნიერი წელი და კიდევ ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელება გისურვო“ – წერს ნიკოლოზ ხაჩიძე.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ულოცავს ნიკოლოზ წულუკიძეს დაბადების დღეს. მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები