LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nickelodeon-ის ვარსკვლავი ქუჩაში, უსახლკაროთა შორის იპოვეს – მედიაში შოკის მომგვრელი ვიდეო ვრცელდება

2539
page

Nickelodeon-ის ვარსკვლავი ქუჩაში, უსახლკაროთა შორის იპოვეს. საუბარია ტე­ი­ლორ ჩე­ი­სის შესახებ, რომლის ვი­დეოც ინ­ტერ­ნეტ­სივრცეში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

ქა­ლაქ რი­ვერ­სა­იდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლ ვი­დეოში, ვი­დე­ოს ავ­ტორი ჩე­ისს ეკითხება, იყო თუ არა ის Disney Channel-ის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი. პასუხად ჩეისმა და­უ­დას­ტუ­რა, რომ სწო­რედ ის გახლავთ ერთ დროს საოცრად პოპულარული მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ ვი­დე­ოს ვირუ­სუ­ლად გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად GoFundMe შე­იქ­მნა. გვერდმა 1200 დო­ლარ­ზე მეტი შე­აგ­რო­ვა, თუმ­ცა ის ჩე­ი­სის დე­დის მო­თხოვ­ნით გაუქმდა.

„ტე­ი­ლორს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა და არა ფული. მაგ­რამ ის უარს ამ­ბობს ამა­ზე. ვა­ფა­სებ თქვენს ძა­ლის­ხმე­ვას, მაგ­რამ ფული მის­თვის სა­სარ­გებ­ლო არ იქ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და მან.

ცნობისთვის, 36 წლის მსა­ხი­ო­ბი 2004-დან 2007 წლამ­დე სა­ბავ­შვო არხ, Nickelodeon-ის ვარ­სკვლა­ვი იყო. ის სა­ბავ­შვო სე­რი­ალ­ში, Ned’s Declassified School Survival Guide მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები