LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდები სილამაზის კონკურსს აღარ ჩაატარებს

112
Screenshot 2024-12-19 121903

კონკურსი „მის ნიდერლანდები“ 35 წლიანი ისტორიის შემდეგ არსებობას წყვეტს. ორგანიზატორთა აზრით, სილამაზის კონკურსის ტრადიციული ფორმატი, სადაც ქალებს მათი ვიზუალური მონაცემების მიხედვით აფასებენ, მორალურად დაძველდა. ამის შესახებ Ediciton.CNN წერს.

სილამაზის კონკურსის ნაცვლად ნიდერლანდებში გაჩნდება ონლაინ-პლატფორმა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა ქალების მხარდაჭერა და განვითარებაში ხელშეწყობა იქნება. ის მიეძღვნება თვითგამოხატვისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის თემებს და გახდება ადგილი სადაც ქალები მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებენ პასუხებს. კონკურსის ფორმატი დარჩება, თუმცა ამიერიდან ყურადღება მონაწილეთა სოციალურ აქტივობებს მიექცევა.

კონკურსი „მის ნიდერლანდები“ 1989 წლიდან ტარდება, ხოლო მისი წინამორბედი „მის ჰოლანდია“ 1930-იანი წლებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები