LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა განიხილება

89

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯოს დოუმას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გაერთიანებული სამინისტროს ფარგლებში დაგეგმილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება. მინისტრმა ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან დავითაშვილმა ელჩს მსხვილი სასათბურე კლასტერის პროექტი გააცნო, რომელიც, სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას ითვალისწინებს. მინისტრმა ასევე ნიდერლანდების სამეფოში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g