LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდელებს თევზებისთვის „კარზე ზარის“ დარეკვა სთხოვეს

115
ad374100aef969d2ec_Fish Doorbell Netherlands Website Common Rudd (Scardinius erythrophthalmus) under water. Germany

ქალაქ უტრეხტის მერიამ ყველა მსურველს მოუწოდა, რომ ადგილობრივ თევზებს მიგრირებაში დაეხმარონ. ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, რომ ონლაინ-ზარი(ლინკი) დარეკოს, რომელიც წყალში გახსნის კარს, საიდანაც თევზები მდინარე ვეხტში მოხვდებიან.

ზარი ეს არის ვირტუალური ღილაკი, რომელიც საიტზეა განთავსებული და ამ საიტზე წყლის ქვეშეთიდან 24 საათიანი ონლაინ ტრანსლაციაა ჩართული. კამერის დაყენება აუცილებელი გახდა, რადგან მდინარეში გამავალი კარი ხშირად არ იხსნებოდა და მიგრაციაში მიმავალი თევზები გასასვლელთან უზარმაზარ რიგებში იდგნენ.

ზარის დარეკვის შემდეგ კარის მეთვალყურესთან სიგნალი მიდის და თევზების გასაშვებად ის გასასვლელს ხელით ხსნის.

უჩვეულო „დამაფონი“ პირველად 2021 წელს გაჩნდა და როგორც წესი, ის მარტიდან ივნისის თვემდე მუშაობს ხოლმე. გასულ წელს საიტი 8,2 მილიონჯერ მოინახულეს და ვიზიტორთა უმრავლესობა გერმანიიდან და აშშ-დან იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები