LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ახალზე“ ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მძიმეწონიანი მოთამაშეები ვართ, ილაპარაკეთ ჩვენზე, ეს გვაწყობს“

160
ნიკა გვარამია

„ამაზე ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც, ხელისუფლებაც და ეს კარგია – ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ „ახალი“ არის მძიმეწონიანი მოთამაშე, კარგია მეგობრებო, ილაპარაკეთ სულ ჩვენზე, ჩვენ ეს გვაწყობს“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, პარტიაში ჯერ პრემიერობის კანდიდატის თემაზე მსჯელობა არც კი ყოფილა, „ოცნების“ ნაადრევი შიშები კი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ივანიშვილის პარტიას ელექტორალური პრობლემები აქვს.

მდინარაძე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე: „ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“

„როგორ უნდა ვუპასუხო ტყუილს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები აქ არც იხილება. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საერთოდ რელევანტური არ არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, როგორ იქნება. საერთოდ მე და მელია შეიძლება არც ერთი არ ვიყოთ, ეს აქ არც იხილება, არავითარი ამგვარი საკითხების დრო არ დამდგარა.

გასაგებია, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ ასე ესმის იმიტომ, რომ თვითონ მხოლოდ თანამდებობების დანაწილებისთვის იბრძვიან და ეს თანამდებობებიც იმიტომ უნდათ, რომ საქმე კი არ გააკეთონ, არამედ ფული გააკეთონ. გასაგებია ამ ხალხის პოზიციები და ნაკლებად საინტერესო. 

ასევე ნახეთ

„გიგი უგულავას უნდა დავესესხოთ, რომ მანქანა არსებობს, რომელიც გამოსულია მწყობრიდან, სააკაშვილზე თქვა, ნაგავში უნდა გადავაგდოთ, ჯართში უნდა გადავაგდოთ, პოლიტიკურ სანაგვეზე.“

ზოგადად აქტუალიზაცია მოხდა „ახალის“ თემის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც, ეს კარგია. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ „ახალი“ არის მძიმეწონიანი მოთამაშე, მიუხედავად იმისა, რომ ახალია ძალიან მძიმეწონიანი მოთამაშეა, კარგია მეგობრებო, ილაპარაკეთ სულ ჩვენზე, ჩვენ ეს გვაწყობს. 

ნიკა გვარამია: „სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს?“

საქართველოში ომი არ იქნება პირველი, და ახალი პარტია ამის გარანტიაა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ვერავის ვერ გაასამართლებს, მაქსიმუმ თვითონ აღმოჩნდეს განსასჯელთა სკამზე ზოგიერთი მათგანი.

ამიტომ, დაანებონ თავი წარსულში ჩხრეკას და თუ რამის გაკეთება შეუძლიათ ერთი სანტიმეტრით წინ მაინც წაწიონ ეს ქვეყანა ევროპისკენ, თუ უნდათ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია და არა რუსეთი, დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g