LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია „იმედის“ და გიორგი ხაბურზანიას წინააღმდეგ: „ნამუსიც კარგი საქონელია…“

173

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი, ნიკა გვარამია, როგორც ჩანს, ძალიან არის გაბრაზებული თავის ყოფილ თანამშრომლებზე, რომლებიც „იმედზე“ გადავიდნენ. როგორც გვარამია ახლახან გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“-სტატუსში აღნიშნავს, „იმედს“ მათგან დეკორატორებიც კი მიჰყავს.

ის გიორგი ხაბურზანიას მიმართავს და დასძენს, რომ მან და მისმა გუნდმა „რუსთავი 2“-დან გარკვეული ფორმატები წაიღეს. ის გულისხმობს იმ გადაცემებს, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერები, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე „რუსთავი 2“-ზე წლების განმავლობაში აკეთებდნენ, ახალი სეზონიდან კი „ნიჭიერს“, „იქს ფაქტორსა“ და „ექიმებს“ „იმედზე“ ვიხილავთ.

„ტელეკომპანია იმედი, დეკორატორებიც რომ მიგყავთ, აქამდე რას შვრებოდით, ტელევიზია იყავით თუ ბოსელი? და მანდ ხალხი არ მუშაობდა? თუ საკუთარი თანამშრომლები ფეხებზე გკიდიათ და ადამიანებად არ აღიქვამთ?

ნამუსიც კარგი საქონელია Giorgi Khaburzania. წახვედით, წაიღეთ ფორმატები, გადაიბირეთ ვიღაცები – გავიგეთ, გმადლობთ ყველაფრისთვის და კარგად იყავით. რომ შეგვეშვათ, არ გინდათ?“ – აღნიშნავს ნიკა გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g