LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ჯეირანაშვილი: “ჰააგაზე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი განვმარტო, რათა საზოგადოებას რეალური წარმოდგენა ჰქონდეს რა ხდება…”

595
BeFunky-collage (2)

“ეს არ გულისხმობს პროცესის ავტომატურად მოგებას. მეტიც, რეალურად პროცესი ახლა იწყება,”- ამის შესახებ Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით ICC-სთან მუშაობს, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ წერს.

ჯეირანაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და განმარტავს დეტალებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზეა ახლა პროცესი.

ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა

“ჰააგაზე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი განვმარტო, რათა საზოგადოებას რეალური წარმოდგენა ჰქონდეს რა ხდება. ვეცდები რაც შეიძლება მარტივი ენით ავხსნა, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. ალბათ ცოტა გრძელი პოსტი გამომივა და წინასწარ ბოდიშს გიხდით.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დაკავების ორდერებით პროცესი არ სრულდება, ეს არ არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება და არც ამ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ნიშნავს.

ანუ ეს არ გულისხმობს პროცესის ავტომატურად მოგებას. მეტიც, რეალურად პროცესი ახლა იწყება. ანუ ჯერ უნდა დააკავონ ეჭვმიტანილები, გადასცენ სასამართლოს და შემდეგ დაიწყოს სასამართლო განხილვა, რომლის შემდეგაც მიიღებენ მოსამართლეები საბოლოო გადაწყვეტილებას. მანამდე იმის თქმა, რომ საქართველომ გაიმარჯვა არა სწორია და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების დაბნევას და შეცდომაში შეყვანას.

ეს საქართველოს მორიგი გამარჯვებაა - გზავნილია რუსეთის მიმართ, რომ ისინიც გასამართლდებიან: თეონა აქუბარდია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვერსალში, ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც ისაუბრა.

შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად (ანუ დაკავების ორდერების აღსასრულებლად) მნიშნველოვანია როგორც ჩვენი, ასევე მეგობარი სახელმწიფოების აქტიური მუშაობა. სამწუხაროა, რომ დღესვე არ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, რომ გადასცეს აღნიშნული პირები სასამართლოს. პირიქით, გაკეთდა განცხადებები, რომელთა მიხედვითაც თითქოს წარმატებას მიაღწია საქართველომ და ამას საქართველოს ხელისუფლების აქტიურ თანამშრომლობას უნდა ვუმადლოდეთ.

რეალურად კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სასამართლო პროცესი ახლა იწყება. ზოგადად ჰააგის სასამართლო არ იხილავს მხოლოდ მხარეებისგან მიღებულ მასალებს. ამ მასალებს ამუშავებს ჰააგის პროკურორი თავის ოფისთან ერთად და მოსამართლეებთან მიდის მხოლოდ მათ მიერ შეგროვებული მასალა. ეს არ არის დავა სახელმწიფოებს შორის (ანუ ეს არ არის საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე), როდესაც სასამართლო განიხილავს სახელმწიფოს სარჩელს. არამედ ჰააგის სასამართლო თავად აწარმოებს გამოძიებას (პროკურორის ოფისი) და მხოლოდ თავის მიერ განხორციელებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად წყვეტს მიმართოს თუ არა მოსამართლეებს კონკრეტულ პირებზე დაკავების ორდერების გაცემაზე.

ჩვენს შემთხვევაშიც ეს არ ყოფილა საქართველოს მიმართვა/სარჩელი სასამართლოსადმი (რუსეთის წინააღმდეგ), არამედ თავად სასამართლოს პროკურორმა გადაწყვიტა გამოძიების დაწყება, თავად აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები 5 წლის განმავლობაში და შესაბამისად, თავის მიერ მოგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე თავად მიმართა მოსამართლეებს დაკავების ორდერების გაცემის მოთხოვნით.

იუსტიციის სამინისტრო: საქართველოს მორიგი გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე – წამება, არაადამიანური მოპყრობა და მძევლად აყვანა შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს

ახლა რა ხდება შემდგომ ეტაპზე. ის 3 პირი, ვიზეც გაიცა დაკავების ორდერი უნდა იქნას დაკავებული და გადაეცეს სასამართლოს. სხვაგვარად, მათ გარეშე პროცესი წინ ვერ წავა და გაიჭედება, ვინაიდან არ არსებობს ვადები და შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს სანამ ამ პირებს არ დააკავებენ და გადასცემენ სასამართლოს, ან სანამ არ გარდაიცვლებიან, როგორც ეს რუსი გენერალი ბორისოვის შემთხვევაში მოხდა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხდეს ამ ადამიანების დაკავება.

ჰააგის სასამართლოს არ ჰყავს პოლიცია, ან ჯარი, რომლის საშუალებითაც იგი ძალით დააკავებდა ამ ადამიანებს. შესაბამისად, იგი როგორც წესი ელოდება ხოლმე როდის გადაკვეთენ ეს პირები (ვისზეც დაკავების ორდერებია გაცემული) სასამართლოს რომელიმე წევრი ქვეყნის საზღვარს და ამის შემდეგ ამ ქვეყნის სასაზღვრო თუ სხვა სპეც. სამსახურის წარმომადგენლები აკავებენ და გადასცემენ მათ სასამართლოს. ჩვენს შემთხვევაში ეს ადამიანები იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე (რომელზეც მოგეხსენებათ არ გვაქვს კონტროლი) და მოძრაობენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ფარგლებში.

ამიტომ სწორედ რუსეთმა უნდა დააკავოს და გადასცეს სასამართლოს ისინი. ცხადია, რომ რუსეთი ამას ნებაყოფლობით არ მოიმოქმედებს, შესაბამისად მასზე საჭიროა უდიდესი ზეწოლა და ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ იძულებული გახდეს დააკავოს ეს ადამიანები და გადასცეს ჰააგას.

ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ ვერ ვხედავთ ამას ხელისუფლების მხრიდან. პირიქით, უკვე გარკვეულწილად დასრულებულად მოინათლა ეს პროცესი, რაც თავისთავად განწირულია წარუმატებლობისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა, რათა რუსეთთან სხვადასხვა საკითხებზე ურთიერთობაში წინაპირობა იყოს ამ 3 ადამიანის ჰააგის სასამართლოსადმი გადაცემა. კიდევ ერთხელ, პროცესი არ დასრულებულა, რეალურად ახლა იწყება.

შემდგომი საკითხი რასაც მინდა შევეხო არის თავად დაკავების ორდერების ადრესატები, ანუ ვისზე ითხოვს პროკურორი დაკავების ორდერის გაცემას და რომელი მხარეები ფიგურირებენ ამ მოთხოვნაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ პროკურორი იძიებდა 3 მხარის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებს; ესენი არიან: საქართველოს, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები (ნებისმიერი სამხედრო და სამოქალაქო პირი ვისაც ყველაზე მეტი წვლილი მიუძღვის დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი ბრძანების გაცემაში). 5 წლიანი ძიების შემდეგ, პროკურორი აცხადებს, რომ ამ 3 მხარიდან გამოიკვეთა მხოლოდ 2 მხარის წარმომადგენლების მიერ დანაშაულების ჩადენა. ესენი არიან: სამხრეთ ოსეთიდან ის 3 პირი ვისზეც მოთხოვნილია დაკავების ორდერები და რუსეთის მხრიდან გენერალი ბორისოვი, რომელიც ამ დროისთვის გარდაცვლილია; შესაბამისად მისი დაკავება ვერ მოხერხდება და ამიტომ არც შესაბამისი ორდერია მოთხოვნილი. ხოლო მესამე მხარე, ანუ საქართველოს წარმომადგენლები არ ფიგურირებენ მოთხოვნაში, ვინაიდან როგორც ჩანს არ გამოიკვეთა ქართველების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენა! ეს სასამართლოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც დაკავების ორდერები არ გაიცემა ომში/კონფლიქტში წაგებულ მხარეზე. პირიქით, აბსოლუტურად ყველა სხვა შემთხვევაში ჰააგის სასამართლოს გასამართლებული ჰყავს ძირითადად მხოლოდ წაგებული მხარის წარმომადგენლები.

„ნაცურმა“ სპეცოპერაციამ „იქნებ მივიწეროთ“, სტარტი აიღო“ - მამუკა მდინარაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

„სტრასბურგის შემდეგ ჰააგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება და საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარმატება საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე!“ – წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.

კარგი იქნება გავიაზროთ თუ რას ნიშნავს ეს და ახლა მაინც დავასრულოთ 14-წლიანი დავა იმის შესახებ თუ როგორ ვერ აიცილა მაშინდელმა ხელისუფლებამ Mikheil Saakashvili-ს თაოსნობით ეს ომი. რეალურად მათ რომ რაიმე ომის დანაშაული ჰქონდეთ ჩადენილი, პირველ რიგში მათ წინააღმდეგ ვიხილავდით დაკავების ორდერებს, შესაბამისად მიშა რუსთავში კი არ იქნებოდა გამოკეტილი პოლიტიკურად მოტივირებული მართლმასჯულების შედეგად, არამედ ჰააგაში წარსდგებოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, როგორც ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი.

შემხვდა რამდენიმე კომენტარი სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ 1) გავიმარჯვეთ და 2) რომ ეს მათი დამსახურებაა. გამარჯვებაზე ზემოთ მოგახსენეთ, რომ საუბარი ნაადრევია და მთელი რიგი პროცესები წინ არის. დამსახურებას რაც შეეხება, მინდა ძალიან გარკვევით აღვნიშნო, რომ მთელი ამ 5-6 წლის განმავლობაში სულ რამდენიმე პოლიტიკოსი დაინტერესდა ამ ამბებით და სულ მცირე უხერხულია სხვების მხრიდან რაიმე დამსახურებაზე საუბარი. ქართველი პოლიტიკოსებიდან ერთჯერადად ვარ შეხვედრილი ინფორმაციის მისაწოდებლად მიშას (2018 წელს ჰააგაში), შემდგომ ევროპული საქართველო • European Georgia-ს, Helen Khoshtaria-ს, Tamar Chugoshvili-ს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement-ს და ჰააგაში საქართველოს ყოფილ და მოქმედ ელჩებს. ასევე იუსტიციის სამინისტროსთან მქონდა ხოლმე წელიწადში 2-ჯერ სასამართლოს წევრი ქვეყნების ასამბლეის დროს კომუნიკაცია, რომელშიც ჩართული იყო ჰააგის სასამართლოში არჩეული მოსამართლე, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე და იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრის მოადგილე Beka Dzamashvili. (მგონი არავინ გამომრჩა). დანარჩენი არ არსებობს არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, მთავრობიდან, თუ ოპოზიციური პარტიებიდან, რომელმაც გამოთქვა სურვილი და არ შევხვდი, ან რომელმაც ამ საქმეში რამენაირად ხელი შეგვიწყო! მოკითხვის დონეზეც კი 0 იყო ძირითადად მათი ინტერესი ამ საქმის მიმართ და შესაბამისად დამსახურებაც.

უღრმესი მადლობა 2008 წლის ომში დაზარალებულ მოწმეებს, რომლებმაც მუდმივი გატაცებებისა და მცოცავი ოკუპაციის ფონზე საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს და მიაწოდეს პროკურორის ოფისს საკვანძო ინფორმაცია.

მადლობა ასევე ძალოვანი სტრუქტურებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების ყველა თანამშრომელს, ვინც მაქსიმალურად ითანამშრომლა სასამართლოს პროკურორის ოფისთან.

დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს!”-წერს ნიკა ჯეირანაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g