LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: რამდენი ადამიანიც არ უნდა დაგვაპატიმრონ, ეს არ უნდა იძლეოდეს გეგმის გადახედვის შესაძლებლობას – გეგმა უწყვეტი პროტესტია რუსთაველზე და სხვა ლოკაციებზე – ეს ბრძოლა მარათონია და არ მგონია, რომ ფინიშის ხაზი შორს არის

127
ნიკა მელია

რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენიც არ უნდა ვიყოთ დაპატიმრებული, ეს არ უნდა იძლეოდეს გეგმის გადახედვის შესაძლებლობას – გეგმა არის უწყვეტი პროტესტი, თუნდაც რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ლოკაციებზე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ განაცხადა, დაკავებები უმნიშვნელოა, პირიქით, ამით საზოგადოება უფრო უნდა მოტივირდეს.

„ყველაფერი რაც ახლა ხდება, რასაც ივანიშვილი აკეთებს, მის დამარცხებას მოემსახურება. ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრება არ უნდა იწვევდეს პანიკას და ერთმანეთის დაშინებას, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო ბრუტალური გახდა, ეს არის ის, რაც ივანიშვილს აწყობს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რა ბრძოლაში ვართ. რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს დაპატიმრებული, რამდენიც არ უნდა ვიყოთ დაპატიმრებული, ეს არ უნდა იძლეოდეს გეგმის გადახედვის შესაძლებლობას. გეგმა არის უწყვეტი პროტესტი, თუნდაც რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ლოკაციებზე. პიროვნებებს, ვისაც დაგვაკავებენ უმნიშვნელოა, ამით სხვა არ უნდა იყოს სასოწარკვეთილი, პირიქით უფრო უნდა მოტივირდეს საზოგადოება“,- განაცხადა ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g