LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია : თბილისის მერიამ პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა

124

თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა, ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ავრცელებს. მისი თქმით, ბრძანება თბილისის მერის სახელზეა გამოცემული.

“ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოყო 5 400 ათასი ლარი. ეს ის მუხლია, საიდანაც უნდა ფინანსდებოდნენ სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები და ა.შ. ეს არის ცინიზმი და უნდა ახსნას ნარმანიამ, რამ გაამწარა და რამ გააკეთებინა ეს სისულელე. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი ბატონი გერგედავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან”, – განაცხადა მელიამ.

მერის ბრძანება 2015 წლის სექტემბერშია გამოცემული.

82658850docfile

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g