LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს: ნინო ლომჯარია

74
ნინო ლომჯარია

“ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა და მეც ვაპირებ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

სახალხო დამცველი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფება, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები