LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას თუ მხარს დავუჭერთ, დამარცხების ფორულაა, გამარჯვების ფორმულა მინდა – აპირებს თუ არა გიორგი ვაშაძე თბილისის მერობას

117
ვაშაძე

მარცხის ფორმულაა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თუ დავუჭერთ მხარს მთელი ოპოზიცია, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.

ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მძლავრი მესამე ცენტრი უნდა შექმნას, რადგან ბიძინა-მიშას დაპირისპირებაში ყოველთვის ბიძინა იმარჯვებს.

გიორგი ვაშაძე თბილისის მერის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაბის“ მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება. 

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ეს არის მარცხის ფორმულა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავუჭერთ ყველა, ოპოზიცია მხარს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა, პირდაპირ გეუბნებით, მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, ვიცით, როგორც მთავრდება არჩევნების შედეგი – ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც დააყენებს კანდიდატურას. ეს არის ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია, ეს არ არის ჯერჯერობით ყველა პარტიის პოზიცია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ საკითხზე, ძალიან გთხოვთ, არასწორია ახლა დისკუსია, რადგან საპატიმრო დაწესებულებაშია პოლიტპატიმარი ნიკა მელია;

მე არ გამიხსნია დისკუსია ამ თემაზე, უბრალოდ, ყველა ეთერში მისვამენ კითხვას და პასუხი უნდა გავცე. საბოლოო პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, გაირკვევა მერე. დრო არის ამისთვის“. – აცხადებს ვაშაძე და ამბობს, რომ საკუთარ კანდიდატურას თბილისის მერობაზე არ  განიხილავს.

„კანდიდატებზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემი აზრით, ჩემს გუნდს შეიძლება, ცოტა სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში, მზად ვარ, რომ ჩემი პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან და საერთო მძლავრ კანდიდატზე ვიმსჯელოთ.

მე არ მითქვამს, რომ ვერ მოვიგებ და მძლავრი ვერ ვიქნები. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მძლავრი კანდიდატი იყოს. მზად ვარ, ამისთვის პერსონალური ამბიციაც უკან გადავწიო-მეთქი. ამას ვლაპარაკობ, არ გვქონია დეტალური განხილვა ამ თემაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერის არჩევნები შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. ამ დროისთვის პრეზიდენტს არჩევნების თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია. 

არჩევნების თარიღს არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე შევიტყობთ. ამ დროისთვის თბილისის მერობის 2 მსურველი ვიცით. „ნაციონალური მოძრაობის“ კადიდატი გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელია იქნება.

მერობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

ვინ იყვნენ და რით დაგვამახსოვრდა თბილისის 11 მერი – დედაქალაქი მე-12 პირველი პირის მოლოდინშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები