LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია:”ყაველაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დიმპლომის არქონის გამო ვერ დაარეგისტრირეს”

88

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, “ძალიან სამწუხაროა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” ამდენი კვალიფიკაციით შეუსაბამო ადამიანი დაასახელა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად”.

მელიას თქმით, “ეს არის მართლაც მთელი თბილისის დაცინვა:”

”მაგალითად ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნების დროს ვერ დაარეგისტრირეს პრეზიდენტობის კანდიდატად, ვინაიდან მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლების დიმპლომი. თუკი ფეხბურთის მართვას სჭირდება უმაღლესი განათლება, ქვეყნის მართვას არ სჭირდება? ეს არის მართლაც მთელი თბილისის დაცინვა. ასევე ლევან კობიაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იქამდე სანამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არ გახდა, იკადრა უკარებელი წამალიც კი ჩაადებინა, კაცი დააჭერინა რეალურად, რომ გამხდარიყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ასეთი ადამიანებით ”ქართული ოცნება” პარლამენტარიზმის მთელ არსს აუფასურებს და ამიტომაც არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა აქვს დაკარგული, ვინაიდან მსგავსი ადამიანები არიან არჩევნებში ჩართულები”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

magti 5g