LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკი მინაჟმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს დასცინა (ვიდეო)

53

ნიკი მინაჟი ხშირად ხდება კრიტიკის მთავარი ობიექტი. მომღერალი ცნობილია სხვა მომღერლების მისამართით გამოთქმული ხშირი უტაქტო კომენტარებითაც. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საზოგადოება მის ნეგატიურ მხარეზე ალაპარაკდა, ჰელოუინის შემდეგ მომხდარი ინციდენტი გახდა.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მინაჟი ფერიას კოსტუმშია გამოწყობილი, ხელში კი ჯადოსნური ჯოხი უჭირავს.  მომღერალი დერეფანს მიუყვება, უცებ კი ინვალიდის ეტლში ადამიანს ხედავს, მისკენ იშვერს ჯადოსნურ ჯოხს და ამბობს: „გიბრძანებ ახლავე გაიარო!“, რის შემდეგაც ის ხმამაღლა იცინის და დერეფანში სიარულს განაგრძობს.

როგორც კი კადრები ინტერნეტში მოხვდა, მინაჟი მძაფრად გააკრიტიკეს. ნიკიმ კი თავი მხოლოდ იმით იმართლა, რომ ადამიანი, ვინც ინვალიდის ეტლში იჯდა, სინამდვილეში მისი მეგობარი იყო, რომელიც არ არის შეზღუდული შესაძლებლობების. მისი თმით, ხალხმა ყველაფერი სხვაგვარად გაიგო.

 

https://www.youtube.com/watch?v=gUpsZ6svhbw

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები