ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდს მეორე წელია ჰყავს პატარა სტიპენდიანტი [შოვის ტრაგედიის დროს] დაზარალებული ოჯახიდან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფონდის სოციალურ გვერდზე ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ 3 აგვისტოს შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა.
„შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა, ორი ტკივილიანი წელი, ტრაგედია რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ახალგაზრდების, მცირეწლოვანი ბავშვების…
ტრაგედიამ დატოვა ენით აუწერელი ტკივილი და უამრავი კითხვა…
ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდს მეორე წელია ჰყავს პატარა სტიპენდიანტი დაზარალებული ოჯახიდან…“, – ვკითხულობთ ტექსტში.