LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ვენაში შეხვდებიან

104
1553835274_8a31c6ce-45f9-4a4e-b9c9-1f8e355e87fe

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 29 მარტს ვენაში შეხვედრას გამართავენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს განიხილავენ.

„ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისგან მიღებული შეთავაზების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება, რომ 29 მარტს, ვენაში აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერმინისტრის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს,” – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g