ბოლო დროს, ნიკოლ კიდმანი სულ უფრო ხშირად ჩნდება წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, კიტ ურბანთან ერთად. გამონაკლისი არც HBO-ს დირექტორის, რიჩარდ პლეპლერის გალა-საღამო აღმოჩნდა. საღამოზე ვარსკვლავი მეუღლესთან ერთად მივიდა. ნიკოლს ტანზე მომდგარი გრძელი ოქროსფერი კაბა ეცვა.
ტელეარხის ერთ-ერთი უახლესი პროექტის, „დიდი პატარა ტყუილების“ ვარსკვლავმა დაამტკიცა, რომ 50 წლის ასაკშიც შეუძლია ააღელვოს არამარტო საკუთარი მეუღლე, არამედ სხვა გარშემომყოფი მამაკაცებიც.