ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა ქორწინების 11 წლის იუბილე აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, მუსიკოსმა თავისი სოციალური ქსელის გვერდზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოების მთელი სერია განათავსა.
„11 წელი გავიდა და შენ კვლავ ჩემი გოგონა ხარ!!!“-დააწერა მან ფოტოს.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2006 წელს იქორწინა. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში კიდმანმა აღიარა, რომ მისთვის საკმარისი იყო ერთი მზერა, რომ მიმხვდარიყო, რომ ცხოვრების გატარება სწორედ ამ მამაკაცთან სურდა.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.
Happy Anniversary Babygirl
Eleven years and you still feel like my girlfriend!!! – KU pic.twitter.com/vUy0yDxymu— Keith Urban (@KeithUrban) June 25, 2017