57 წლის ნიკოლას ქეიჯი და მისი მეხუთე ცოლი, 27 წლის რიკო შიბატუ პირველ შვილს ელოდებიან.
„სულ მალე ისინი მშობლები გახდებიან, წყვილი საოცრად ბედნიერია“, – აცხადებს ინსაიდერი გამოცემა People-თან.
ცნობისთვის, ნიკოლასს წინა ქორწინებებიდან ორი შვილი, 31 და 16 წლის ვაჟები ჰყავს.
შეგახსენებთ, ქეიჯიმ და შიბატუმ 2020 წელს, იაპონიაში გაიცნეს ერთმანეთი და რამდენიმე თვეში იქორწინეს.