წლის დასაწყისში, ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა. მისი რჩეული 26 წლის რიკო შიბატუა. წყვილი ერთად ხშირად ჩნდება. 57 წლის მსახიობი მაქსიმალურად ცდილობს ახალგაზრდა მეუღლეს ფეხი აუწყოს და თანამედროვე სტილის ტანისამოსს მიანიჭოს უპირატესობა, თუმცა, ზოგჯერ მისი მცდელობა გადაჭარბებულიც კია.
ამჯერად ნიკოლასი და რიკო ნიუ-იორკის ქუჩებში, სეირნობის დროს გადაიღეს. ქეიჯს ყვავილებიანი ტყავის ქურთუკი ეცვა, მის თინეიჯერულ „ლუქს“ დახეული ჯინსის შარვალი და დიდი ზომის ქუდი ასრულებდა.
ფოტო: მთვრალი და ფეხშიშველი – ნიკოლას ქეიჯმა ლას ვეგასის კლუბში დებოში მოაწყო