ნომერ პირველი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს წყვილთა თანრიგშიც გამოეთიშა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს უიმბლდონის ტურნირზე მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად წყვილთა თანრიგის მერვედფინალური შეხვედრა ჩაატარა.
ქართულ/მოლდოვური დუეტი მეოთხედფინლაში გასასვლელად კოლუმბიურ წყვილს – კაბალი/ფარაჰს შეხვდა და უშანსოდ სამ სეტში დამარცხდა.
მანამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ერთეულთა თანრიგსაც გამოეთიშა.
თამაშს როგორც ყოველთვის ახლაც თვალს ადევნებდა, ჩოგბურთელის გერმანელი რჩეული შარლოტა ელენა.
თამაშის შემდეგ შარლოტამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ადევნებდა თვალს საყვარელი ადამიანის თამაშს.